ლევან ბოლქვაძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1924
1940–1945 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1956 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი.
1945–1956 წლებში იყო პოლიტპატიმარი; 1956 წელს იქნა რეაბილიტირებული. 1963–1966 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე მასწავლებლად; 1966 წლიდან იყო ქართული ენციკლოპედიის სალიტერატურო კონტროლის რედაქციის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი, 1969 წლიდან ქართული ენციკლოპედიის სალიტერატურო კონტროლის რედაქციის გამგე. 1961 წელს მისი პიესა "უცნაური სტუმრები" დაიდგა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში. თარგმნილი აქვს ბორის პასტერნაკის "წერილები ქართველ მეგობრებს" (1961 წელი), კაზის საიას "ჯადოსნური სათვალე" (1974 წელი), ივანე ტურგენევის "მუმუ" (1982 წელი) და სხვ.
შრომები:
- ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი, თბ.: ინტელექტი, 2014.